ოპოზიციის მთელი აქტივობა, დღის წესრიგი ის არის, რომ შეჰყურებენ სხვას. კარგი იქნება თუ – ცუდი, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რადიკალებზე საუბრისას.
მისივე თქმით, მათ არაფრის უნარი აღარ აქვთ.
„ზოგადად, რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას და ანტიკონსტიტუციურ პარტიებს, არ აქვთ არაფრის უნარი, არც რაიმეს გაკეთების და არც რაიმეს გაფუჭების. არაფრის უნარი აღარ აქვთ. არიან აბსოლუტურად განულებულები. თუ რაიმე კარგი კეთდება, ცდილობენ, თვითონ დაიბრალონ. თუნდაც ახლა, მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით იქნება თუ სხვა. ახალი ინიციატივა გავაჟღერეთ, ქონების გადასახადის ზღვრის აწევასთან დაკავშირებით და ზოგადად, ყველაფერი, რაც კარგი ხდება, ცდილობენ, რომ თავად დაიბრალონ, რადგან თავად ვერაფერ კარგს ვერ აკეთებენ და თუკი ვინმე, რაიმეს გაფუჭებას შეეცდება, ცდილობენ, ამ გაფუჭებაში ჩაეწილონ.
დღეს ოპოზიციის მთელი აქტივობა, დღის წესრიგი ის არის, რომ შეჰყურებენ სხვას. კარგი იქნება თუ – ცუდი, ჩაეწილონ კარგში და ცუდი რაც შეიძლება, გაამძაფრონ – რამე მოხდეს ობიექტურად, ან ვინმეს ასეთი განზრახვა ჰქონდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
