ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, თბილისის მთავარ სამმართველოში გია ხუხაშვილი გამოიკითხა.
მისი თქმით, ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით მან გაიმეორა ის, რაც ღარიბაშვილის წერილში ეწერა.
„ძირითადად საუბარი იყო ჯორბენაძეზე. მე, რაც საჯარო სივრცეში ვთქვი იგივე ვუპასუხე, რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს, არც გარემოებების შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. მე კომენტარი გავაკეთე არა ჯორბენაძეზე, არამედ ღარიბაშვილის წერილზე“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
კომენტარები
