ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.
როგორც პროკურორი მედეა ცირამუა აცხადებს, გამოკითხვისას ირაკლი ღა6რიბაშვილმა განმარტა, რომ არანაირ ინფორმაციას ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არ ფლობს და მის მიერ გაკეთებული განცხადებები ეყრდნობოდა სხვადასხვა გამოცემებიდან მიღებულ ინფორმაციას.
„ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე რაიმე დამატებითი ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით არ მოგვისმენია. მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა მოარულ სხვადასხვა ინფორმაციებს, რომელიც არის მიღებული მის მიერ სხვადასხვა გამოცემებიდან. შესაბამისად, მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მის მიერ გაკეთებული საჯარო წერილები და არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას. როგორც უკვე მოგახსენეთ, ის იყო კატეგორიული, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ამას ადასტურებს ოფიციალურ დოკუმენტში – გამოკითხვის ოქმში, რომელიც მოხდა მისი ადვოკატების მონაწილეობით ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით“ – განაცხადა მედეა ცირამუამ
