აშშ-ის ძალებმა ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარ ცენტრთან, კუნძულ ხარგთან ახლოს, ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას, ირანული სააგენტო „ტანსიმი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კუნძულის ნავსადგურის ტერიტორიაზე მყოფ ტანკერს 4 რაკეტით დაესხნენ თავს.
„ტანსიმი“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ ყოფილა და ტანკერის ეკიპაჟი ევაკუირებულია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ირანის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა და თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას გაუკეთებია.
კომენტარები
