აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა ტარდებოდა, 3 საათს გაგრძელდა.
დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ორივე მხარემ ზოგადად პოზიტიური შეფასებები გააკეთა.
პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმა მოლაპარაკებები აღწერა, როგორც „კონსტრუქციული და უკიდურესად გულახდილი“.
„მოლაპარაკებები არ შემოფარგლულა უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე მოსაზრებების გაცვლით – საკმაოდ დეტალურად იყო განხილული ეკონომიკური საკითხები და პოტენციური მსხვილი, ორმხრივად სასარგებლო რუსულ-ამერიკული პროექტები“, – განაცხადა მან.
უშაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ „ხაზი გაესვა საბრძოლო ზონაში რუსული არმიის თვალსაჩინო წინსვლას“ და აღიარებულ იყო, რომ მოლაპარაკებებს „კონფლიქტის ძირეული მიზეზები“ უნდა გადაეჭრა.
დღეს უიტკოფი და უშაკოვი კიევში ჩავლენ.
