ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო ეგვიპტეში ტელეწამყვან სარა ხალიფას და კიდევ 11 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ისინი კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში დაადანაშაულეს, რომელსაც ქვეყანაში ნარკოტიკების დასამზადებლად ინგრედიენტები შეჰქონდა.
პოლიციამ 750 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი და წარმოებისთვის საჭირო ნედლეული ამოიღო. ამავე საქმეზე 9 ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, 7 კი გაამართლეს.
კომენტარები
