საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა. „აეფდემ“ ამომრჩეველთა ხმების 43,8% მიიღო. მეორე ადგილზე ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირია ხმათა 17,2%-ით, მესამე პოზიციას კი 9,3%-ით სოციალ-დემოკრატიული პარტია იკავებს. 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლეს მწვანეებმა, მემარცხენე პარტია „ლინკემ“ და „სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა.“
„ალტერნატივა გერმანიას“ გამარჯვება უკვე მიულოცეს დამარცხებული პოლიტიკური ძალების ლიდერებმა, თუმცა პარტიასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ. არჩევნებს წინ უძღოდა სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან პარტიაზე ზეწოლა, ფიზიკური ძალადობა მის წევრებზე და პარტიის აკრძალვის მოთხოვნები.
კომენტარები
