ევროკომისიის პრეზიდენტი გრენლანდიაში ჩავიდა. ნუუკის აეროპორტში მას დანიისა და გრენლანდიის პრემიერმინისტრები დახვდნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს მათთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. სავარაუდოდ ხელი მოეწერება ევროკავშირსა და გრენლანდიას შორის თანამშრომლობის დეკლარაციას.
არსებული ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი დიდი ალბათობით გრენლანდიისთვის 200 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებაც განაცხადებს.
კომენტარები
