უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა.
საკადრო ცვლილებას წინ უძღოდა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მასშტაბური სპეცოპერაცია გენერალურ პროკურატურაში. საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება უწყების ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩართულობას ორგანიზებულ დანაშაულებრივ სქემაში.
სამართალდამცველების ცნობით, აღნიშნული დაჯგუფება არალეგალურ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა და უკანონო შემოსავლებს ათეთრებდა, რისთვისაც თანხებს უძრავ ქონებასა და ძვირფასეულობაში აბანდებდა.
Telegram-არხზე გავრცელებულ მიმართვაში რუსლან კრავჩენკომ აღნიშნა, რომ ეს მისი გააზრებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მაღალჩინოსნის განცხადებით, მისთვის მიუღებელია, „გენერალური პროკურორის პოსტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცეს“.
კომენტარები
