ბათუმში, ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი ქალბატონი ბათუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. მათივე თქმით, ახალგაზრდა ქალბატონის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
კომენტარები