ტურიზმის სფეროში გვქონდა ზრდის ტენდენცია გასული 2 წლის განმავლობაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2025 წელს საქართველოში 7.8 მლნ მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც იყო ზრდა 5.9% წინა წელთან შედარებით.
„ასევე ტურისტული ვიზიტების მიმართულებით გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და შემოსავლების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი. 4.7 მლრდ დოლარი შემოსავალი მიიღო გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან, რაც არის 6%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით“, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები
