ბარსელონაში დღეს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამის შესახებ BBC იუწყება. ტელეკომპანია იუწყება, რომ ისლამური სახელმწიფოს განცხადება ტერაქტში მისი ჯარისკაცების მონაწილეობის შესახებ მათსავე საინფორმაციო სააგენტოზე Amaq ვრცელდება.
ბარსელონის თავდასხმაში მონაწილეები ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცები არიან, რომლებიც ოპერაციას აშშ-ის ხელმძღვანელობის კოალიციის საპასუხოდ ატარებენ”, – აცხადებენ ტერორისტები სააგენტო Amaq-ის საშუალებით.
კომენტარები