აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთ–ერთი ქვედანაყოფის საბრძოლო მასალების საწყობში ხანძარი გაჩნდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელ რაიონში მოხდა აფეთქება.
კატასტროფის ადგილზე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემართნენ სათანადო ზომების მიღებისა და აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
კომენტარები