აშშ-ში სამკურნალოდ მყოფი გია მაისაშვილი ფეისბუქში ტეხასის შტატში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა.
“იწყება ჩვენი ორგნიზებული ევაკუაცია, ღამის პირველის ნახევარია მოზღვავებული სტიქიის ფონზე, ყველაფერი იტბორება, ირგვლივ ყველგან წყალია. ჩემი ხელნაწერები, გადავარჩინე. მედა ჩემი დის პასპორტები ჯიბეში გვიდევს. ყველაფერი სხვა წყალმა წაიღო. მთელი საზოგადოება მობილიზებულია – მეზობელი ეხმარება მეზობელს! აი, სულისკვეთება. სამშვიდობოს გადავდივართ, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ევაკუაცის მართვა ნავების არმადით მომიწია. ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ნავიგაციის გაგებაში არ ვარ. გადაუღებელი წვიმაა, არც ერთი სიცოცხლე არ დაგვიკარგავს. ამერიკის ფლოტიდან ხარო? დაბნეული ხალხი კითხულობს. არა, ჯორჯიის ლიდერთა სკოლიდან-მეთქი. კრიზისის დროს მთავარი კომპეტენტური ლიდერია და არა გემის მართვა. არავის ამაში დარწმუნება არ სჭირდება, მისია შესრულებულია. ჩვენს ლიდერთა სკოლას ახალი ქეისი შეემატა. Evacuation has successfully been completed ! Neighbors are helping neighbors! Hallelujah!”, – წერს გია მაისაშვილი.