ანგელა მერკელი – გერმანია დაინტერესებულია თურქეთთან კარგი ურთიერთობებით, მაგრამ რეალობა გვაიძულებს მკაცრი პოლიტიკა გავატაროთ გერმანია დაინტერესებულია თურქეთთან კარგი ურთიერთობებით, მაგრამ რეალობა გვაიძულებს მკაცრი პოლიტიკა გავატაროთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
„მე თურქეთთან კარგი ურთიერთობები მსურს, მაგრამ რეალობას სახეში უნდა შევხედოთ“, – აღნიშნა მან.
ანგელა მერკელმა თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე და გერმანიის მოქალაქეების დაკავებაზე ისაუბრა.
„ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ, თურქეთთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკის განახლება მოგვეხდინა“, – განმარტა გერმანიის კანცლერმა.
კომენტარები