შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეა პერტაია ჟურნალისტებს მადლობას უხდის.
“ახლა, როცა საველე შტაბის გარშემო თქვენი ცნობისმოყვარეობით სავსე ხმები აღარ ისმის, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ … ბორჯომი, ახალციხე, აბასთუმანი… აქ , უმძიმესი დღეების განმავლობაში, ხანძრების დროს, იყო ალტერნატიული გმირობის, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულისა და თავდადების მაგალითებიც, რაც ჩემი თვალით ვნახე და ამიტომ უდიდეს პატივს გცემთ…
მადლობას ვუხდი ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ეს ურთულესი პერიოდი მეხანძრეების მხარდამხარ მუშაობდნენ, მათთან ერთად ფხიზლობდნენ, მათ გმირობასა და თავგანწირვაზე უყვებოდნენ ქვეყნის მოსახლეობას და არა მარტო… ეს ამ ცეცხლსშეჭიდებული ბიჭებისთვის დიდი სტიმულია… მადლობა <3″
კომენტარები