აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 42 ადამიანი.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია გამოცემა New York Times-მა ფლორიდის პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა. ინციდენტის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მისი ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
ინციდენტი ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში, იმ ღამის კლუბში მოხდა, სადაც ძირითადად, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები იკრიბებიან. ღამის კლუბი Pulse ორლანდოში “ყველაზე ცხელ გეი-კლუბად” ითვლება.
კომენტარები