„ჩემი ცოლის დაქალების“ პირველმა სერიამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამ თემას ეხმაურება უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე:
„1924 წელს გურიაში ერთმა უღმერთომ ეკლესიების დარბევით რომ თავი გამოიჩინა, ადგილობრივებს ნიშნის მოგებით უთხრა ,ამ ქვეყნად თუა ღმერთი, რატომ არ მსჯის, მის ტაძრებს რომ ვანგრევო.
ერთმა გაბედულმა გურულმა მიუგო: შე აბდალა მეტი დასჯა რათ გინდა ეკლესიებს ანგრევ და გიხარია, უკვე დასჯილი ხარ და ვერც ხვდებიო. ნიკა გვარამიავ შენც დასჯილი ხარ და რა გიხარია ეკლესია და სამღვდელოებას რომ დასცინი შენი უნიჭო სერიალით.
მებრძოლ უღმერთოთა კავშირის წევრებო: ფსდევდოლიბერალო ჟურნალისტებო, გირჩებო, ციყვებო, რესპებო და ათასი რჯულის ღვთისმგმობელებო, უმკაცრესად დაისჯებით და, სამწუხაროდ, ღვთის რისხვა თქვენს მომავალ თაობაზეც გადავა. არასდროს არავის არ შერჩენია უფლის და მისი მსახურების შეურაცყოფა და დაცინვა“,- წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.
კომენტარები