მამა პეტრე კვარაცხელია, წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სოციაურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“წმინდა ქეთევანის ხსენებამ მიბიძგა მეთქვა, რასაც ვფიქრობ… ჩვენი ერის ისტორიაში ქალები მეტს ცდილობდნენ, ვიდრე მამაკაცები… არ შეიძლება ამის დავიწყება და მიჩქმალვა, მხოლოდ იმიტომ, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები იყვნენ… სისუსტეც პირობითია, თორემ რაც ქეთევან დედოფალმა შეძლო, რომელი კაცი გაუძლებდა… მისი ეპოქიდან გვაქვს უამრავი ფაქტი, ზეწოლას ვერ მოერივნენ და სამშობლოს და სარწმუნოებას ერთდოულად უღალატეს. სამართლიანად ამბობს აკაკი – “ქეთევანის დახლეჩილმა ძუძუებმა მეტი მამულიშვილი გაუზარდა ქვეყანას, ვიდრე ასიათასი დედა გაუზრდიდა მას”… მთავარი შინაგანი სიმამაცეა და არა ბიოლოგიური დეტალი… მსჯელობაც კი დანაშაულია იმაზე, ქალს აქვს თუ არა უფლებები?! მაქსიმალურად ვცდილობ გვერდი ავუარო არც თუ ისე შორეულ წარსულს, მაგრამ ხშირად არ გამომდის… სად იყო მამაჩემის თაობა, როდესაც დღისით, მზისით, საკუთარ ქვეყანაში, საჯაროდ 12-14 წლის მოზარდებს ნამუსს ხდიდნენ და სხვისი გაუბედურებით ერთობოდნენ… რატომ დუმდნენ მამაკაცები მაშინ, როცა ყველას თვალწინ დედას, დას, შვილს აუპატიურებდნენ და თვითონ სარდაფებში იმალებოდნენ, უარეს შემთხვევაში კი “მხედრიონს” უერთდებოდნენ და საკუთარი ძმის ჩაგვრის და ძალადობის ფონზე მდიდრდებოდნენ…
გენდერული თანასწორობა?! სამარცხვონოა ამაზე საუბარიც, სანამ ქართველი კაცი თათქარიძესავით მხართეძოზეა წამოკოტრიალებული და ცოლი თურქეთში “ვაჭრობს”…
ქეთევანის, კრავაი ჯაყელის, ხვაშაქცო ქალის, წმინდა ნინოს და თამარის მონდომებაზე მეტი შევძლოთ და მერე დავუწესოთ ქალებს საზღვრები…
90-იანი წლები კი ჩვენი გადაჯიშებული ვაჯკაცობის სილაჩრის ბრალია… ყველას ყველაფერს ვპატიობ, მაგრამ არასდროს მავიწყდება…”