„ეს პრაქტიკა აღკვეთილია და გამორიცხულია, განათლების სისტემა სრულიად დეპოლიტიზებულია, ბაღებიც და სკოლებიც”, – ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ბაღების დირექტორებს დავალებული აქვთ, „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა 100 – კაციანი სიები წარადგინონ.
ჯეჯელავას თქმით, თუ პოლიტიკურ პროცესში მოსწავლის ან სასკოლო რესურსის ჩართვის შემთხვევა ფიქსირდება, ეს დეტალური მოკვლევის საგანი ხდება. მისივე განმარტებით, იყო მსგავსი შემთხვევები და ამან ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიწვია, ზოგ შემთხვევაში საყვედური, ან გაფრთხილება.
„იყო ასეთი შემთხვევები და ამან ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიწვია, ზოგ შემთხვევაში საყვედური, ან გაფრთხილება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ყველა პედაგოგს, დირექტორს და უფროსკლასელებს აქვთ საშუალება გამოხატონ თავისი მოსაზრება და მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ალექსანდრე ჯეჯელავა – განათლების სისტემა სრულიად დეპოლიტიზებულია
2017/10/05 16:06:24

ნანახია: 955 ჯერ