თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, საბავშვო ბაღების დირექტორების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მერიამ მოკვლევა დაიწყო.
”საბავშვო ბაღების დირექტორების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევა დაწყებულია, – განუცხადა დავით ნარმანიამ იმ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ბაღების დირექტორებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერების სიების მიტანა დაავალეს.
,,მოკვლევა დაწყებულია. სხვა დანარჩენ ინფორმაციაზე ორშაბათიდან ვისაუბროთ”, – განაცხადა ნარმანიამ.
კომენტარები