შეუძლებელია, ყველა ტელევიზიაში მიხვიდე და გამართო დებატები, ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ იქნებ შეიქმნას საერთო პლატფორმა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას საუბრისას განაცხადა.
“მე მაქვს ჩემი პროგრამა, მაქვს დაგეგმილი ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან და ამასთანავე, არის ყველა ტელევიზია, რომელიც ითხოვს მერობის კანდიდატების დებატებს. შეუძლებელია ყველა ტელევიზიაში მიხვიდე და გამართო დებატები. ჯერ ერთი, არ არის საინტერესო ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე დებატები განხორციელდეს. ასევე როცა ერთ ტელევიზიაში მიხვალ და მეორეში – არა, შეიძლება ვიღაცას აწყენინო. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ შეიქმნას ერთი პლატფორმა, სადაც შეიძლება რომელიმე ტელევიზიაში ნეიტრალურ ტერიტორიაზე, შეიძლება არასამთავრობოებს ვთხოვოთ და დაგვეხმარონ, რომ ყველა ტელევიზიას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოვიდეს და დასვას შეკითხვა, რომელიც აინტერესებს. ასე არავის ვაწყენინებთ და დებატებიც შედგება. თუ ვერ მოხდა, მერე ვნახოთ, გადავწყვეტთ “, – განაცხადა კალაძემ.
“შეუძლებელია, ყველა ტელევიზიაში მიხვიდე და გამართო დებატები, ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ იქნებ შეიქმნას საერთო პლატფორმა”
2017/10/07 13:42:02
ნანახია: 1176 ჯერ