“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე ტელეკომპანია “იმედის” სატელევიზიო ეთერში გამართული დებატებისას ქალაქის მთავარ პრობლემას, მიწათსარგებლობის გენგეგმის საკითხს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ქალაქის გენერალური გეგმა მალე იქნება მიღებული, რომელიც დედაქალაქში მთავარ პრობლემებს მოაგვარებს.
მისივე თქმით, საცხოვრებელი კორპუსები სკვერების ხარჯზე არ უნდა შენდებოდეს.
“ჩვენი მთავარი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება, მიმდინარეობს განხილვა, ჩართულები არიან ექსპერტები. მჯერა, რომ მალე იქნება გენერალური გეგმა მიღებული, რომელიც იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია. იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით გვაქვს, გენერალური გეგმის მიღებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.
ჩემი მერობის პირობებში შეუძლებელია საცხოვრებელი კორპუსების აშენება, პარკების და სკვერების ხარჯზე. რათქმაუნდა, ქალაქი უნდა გავითარდეს, ჩვენ არ ვართ მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ ეს ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ. ჩემი მერობის პირობებში ეს ყველაფერი განხორციელდება”,-განაცხადა კახა კალაძემ.
“შეუძლებელია საცხოვრებელი კორპუსების აშენება, პარკების და სკვერების ხარჯზე”
2017/10/11 11:03:25
კომენტარები
ნანახია: 980 ჯერ