„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური რეჟისორ გოგა ხაინდრავას პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოში უჩივის. პირველი სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს გაიმართა. როგორც გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან” ინტერვიუში განაცხადა, მომდევნო პროცესი ხვალ, 12 ოქტომბერს გაიმართება.
აქვე, ხაინდრავამ დასძინა, რომ ეკა გიგაური საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„ქალბატონი, რომელიც გამოიზარდა ვანო მერაბიშვილის უწყებაში და არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სახე, სიცრუეზე, სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. მეტსაც გეტყვით, დღეს ის მოვლენილია, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი. მორალს უკითხავს ქართველ საზოგადოებას, თუ როგორ უნდა იყოს ცხოვრება აწყობილი. ამას აკეთებს ის ადამიანი, რომელიც უამრავ სხვა ადამიანებთან ერთად 2008 წლის კატასტროფული ომის შემდეგ გადახტნენ არასამთავრობო სექტორში. ისინი არიან ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რადგან თანამონაწილეები იყვნენ ყველა იმ დანაშაულების, რასაც სჩადიოდა სააკაშვილი და მისი რეჟიმი. შევეცდები, ეს პროცესი გამოვიყენო იმისთვის, რომ დავადასტურო, რომ 31 არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შექმნეს, გადაბარგდნენ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი დების და ძმების სისხლში ხელებგასვრილი ადამიანები – ონიანი, რურუა, შაშკინი, გიგაური და ა.შ. და იქიდან გვიკითხავენ მორალს და გვასწავლიან, როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა საზოგადოებამ. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ეს იქნება ბოლო პროცესი, რომელიც ბოლოს მოუღებს იმ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას ამოფარებული ემსახურებიან უცხო ქვეყნის ინტერესებს”, – განაცხადა ხაინდრავამ.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=55157