მსოფლიოს პრეზიდენტები რომ შევკრიბოთ, ამდენი ვეტო, თუ აქვთ დადებული ჯამში ამ წლის განმავლობაში, რაც ერთმა მარგველაშვილმა მოახერხა. ძალიან ცუდი ამბავია და შეურაცხყოფებსაც ნუ მივაყენებთ ერთმანეთს. არ მიმაჩნია, რომ ეს არის კვალიფიკაციის მაჩვენებელი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა.
„გამოდის აქ ჩემი კოლეგა რომან გოცირიძე და სერვანტესს რომ მივუმატოთ ძიძიგური არ იქნება ორი. გოცირიძეს თუ მიუმატებ, ხომ იქნება ორი, არა?! როგორ შეიძლება საკითხის ასე დაყენება. როგორ შეიძლება დაამცირო შენი საკუთარი კოლეგა. აქ არ არის სამწუხაროდ, თორემ დავაფიცებდი მართლა თვითონ ფიქრობს, რომ გოცირიძეს პლუს სერვანტესი ორი იქნება? და თუ ასე ფიქრობს, სააკაშვილის პასპორტზე დავაფიცებდი, რომ ეს მართალია თუ არა, ან მის მოქალაქეობაზე.
და საერთოდ, მე მრცხვენია. არ მიხარია სააკაშვილის ის მდგომარეობა, რომელიც არის. ის ცხრა წელი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მაგრამ ნამდვილად მრცხვენია, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ცხრა წელი იყო ქვეყნის ლიდერი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას წიხლი ჰკრა და თქვა, რომ მე არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.