საქართველოს პარლამენტს ახალი სახალხო დამცველის არჩევა მოუწევს, რადგან მოქმედ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
“სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირი შეიძლება ზედიზედ ორჯერ აირჩეს, თუმცა, მმართველი გუნდი უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას, სავარაუდოდ, აღარ წარადგენს.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე არ დაწყებულა, თუმცა მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანისა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის, სოფო ჯაფარიძის კანდიდატურები განიხილონ.
კომენტარები
