დღეს, ქართული საზოგადოება თავის უსაყვარლეს მსახიობს გამოეთხოვება და უკანასკნელ გზაზე გააცილებს.. მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სამების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარში იმყოფებიან მსახიობის კოლეგები, მეგობრები და ახლობლები.
ლიკა ქავჟარაძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ.
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები