,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში უბნების ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა.
გელა თოლორაია, ლევან მაქაცარია, გოდერძი კუკავა და გიორგი თოფურია პარტიის დატოვებას ადასტურებენ, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ.
“ნაციონალური მოძრაობის” ახლა უკვე ყოფილი წევრები გელა თოლორაია კენჭს იყრიდა კორცხელის მაჟორიტარად, ლევან მაქაცარია – ყულიშკარის, გოდერძი კუკავა კი ცაიშის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
კომენტარები