ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს.
“წინასაარჩევნო გარემო არის კარგი და ჩვენ მოხარულები ვართ ამის გამო. როგორც ვიცი, აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო თანამშრომლობა და კავშირი არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებთან – ეუთო-სთან, NDI-სთან და IRI-სთან. ზოგადად, პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა იან კელიმ.
კომენტარები