შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა მოუწოდა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, მოქალაქეებს მაქსიმალურად თავი შეიკავონ ძალადობისგან, ძალადობისკენ მოწოდებისგან.
“იმ ადგილებში, სადაც წინასაარჩევნო კამპანია უფრო მეტად ემოციურად მიმდინარეობდა, დამატებითი ზომები იქნება მიღებული.
ხშირია შემთხვევა, როცა პროვოკაციებს აქვს ადგილი, რაც გამოიხატება სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ხანდახან ეს არის რაღაც ჟესტიკულაცია და ა.შ. ეს იქნება არა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არამედ მთლიანად საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ იქნება მიმართული. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება ადეკვატური და მკაცრი“, – განუცხადა შალვა ხუციშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.
კომენტარები