ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ყაზბეგში ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 23 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ეჭვის საფუძველზე, სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით, სომხეთის მოქალაქის მ.ა-ს, კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერება (ტეტრაჰიდროკანაბინოლი – 3.2 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.
კომენტარები