ავღანეთის აღმოსავლეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნატო-ს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ ნატო-ს მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
„ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე პროვინცია ლოგარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ეკიპაჟის კიდევ ექვსი წევრი დაშავებულია და ჰოსპიტალიზებულია“, – ნათქვამია პრესრელიზში.
კომენტარები