უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ქვეყნის პარლამენტთან გაძლიერებული დაცვის მოხსნის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ავაკოვმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
„სახელმწიფო რესურსების ხარჯვას და რადასთან შეკრებილი ამ ნაყარ-ნუყარის დაცვას აღარ ვაპირებთ. მე გავეცი ბრძანება პერიმეტრის დაცვის მოხსნის შესახებ“, – დაწერა ავაკოვმა.
უკრაინის რადასთან აქციებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები მართავდნენ.
კომენტარები