საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ ვაზნები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე ა.ჩ-ს, კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 50 ცალი სანადირო თოფის ვაზნა, 100 ცალი ფისტონი და 1.5კგ. დენთი აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.
კომენტარები