2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილი ვახტანგ გზირიშვილი და აფხაზეთის ომში დაღუპული მისი მამა, ბადრი გზირიშვილი ვარკეთილში მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის, ბადრი გზირიშვილის ნეშტები ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში რუსთავის სასაფლაოდან 31 ოქტომბერს გადაასვენეს.
ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი ვარკეთილის დასახლებაში აგვისტოს ომის გმირის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით და შემოსული შემოწირულობებით რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სახელზე აიგო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი ვახტანგ გზირიშვილი მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ, ჯარისკაცს გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.
კომენტარები