თეთრი სახლის განცხადებით აშშ-ის მთავრობამ უკრაინას 220 მილიონი დოლარი გამოუყო ეკონომიკური, პოლიტიკური და ენერგეტიკული სფეროს რეფორმებისათვის. სეპარატისტებთან ომში ჩაფლული ქვეყნისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ 15 ივნისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ ჰროისმანთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს. თეთრი სახლის თანახმად ეს თანხა უკრაინას დაეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად.
კომენტარები