სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილის პირადი დაცვის უკრაინიდან დეპორტაციას ადასტურებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” სდსს-ში განუცხადეს, ექს-პრეზიდენტის შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის პირადი დაცვა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელია, უკრაინულმა მხარემ ქვეყანაში, ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზების გამო არ შეუშვა. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის ვაჟი უკრაინელი სამართალდამცველების მიერ მშობლებს ჩაბარდა.
“ამ ეტაპზე, შესაბამის უწყებებთან ერთად მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და დეპორტაციის მიზეზების მოკვლევა. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – აცხადებენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
კომენტარები