აბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დაახლოებით 12 საათია მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი.
არსებული ინფორმაციით, სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობს, რომლებიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფებიან. ღამის 05:00 საათიდან მიმდინარეობდა შტურმი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შტურმის დროს ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა შედეგით დასრულდა შტურმი. შტურმამდე
რამდენიმე წუთით ადრე კი კორპუსიდან, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, მოსახლეობა გამოიყვანეს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია სპეცდანიშნულების რაზმის ერთი წარმომადგენლის დაჭრის, ასევე ერთი პირის დაკავების შესახებ, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე ამ ეტაპზე არ დასტურდება.
კომენტარები