საზოგადოებას ახსოვს ხატია სიჭინავასა და მისი დედამთილის სკანდალური დაპირისპირება. როგორც ხატიამ “პროფილში” სტუმრობისას თქვა, ის ნინია კაკაბაძემ მსუბუქი ყოფაქცევის ქალად მოიხსენია, აღნიშნულთან დაკავშირებით დაწერილი სტატია კი, მისმა დედამთილმა “ფეისბუქში გაიზიარა.
“რადგან ჩემს ქმარს ბევრ თავისუფლებას ვაძლევ, ნინია კაკაბაძემ სუსტი ყოფაქცევის ქალად მომიხსენია”, – ამბობს ხატია.
აღნიშნულს “ფეისბუქის” პირად გვერდზე ნინია კაკაბაძე გამოეხმაურა და ხატია სიჭინავას მიმართა:
“რა უნდა ამ ქალს ჩემგან? ნანა კაკაბაძეში ვერევი? არ იცის ამან რომ მე “სუსტ ნებისყოფას” არ ვაღიარებ და არც სიტყვა ბოზის მნიშვნელობას?
ძვირფასო ხატია, ქმარს თუ თავისუფლებას მისცემ “უცხოეთში” იგივეს უფლება მიეცი შენს თავს. სუსტი ყოფაქცევის ადამიანი არ არსებობს. ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია და ამას ნებისყოფასთან კავშირი არ აქვს. მორალისტებს ვგმობ მე, ე.წ. ბოზებს კი არა:)) დედამთილს უთხარი ნუ მაბრალებს რაღაცეებს”, – წერს ნინია.
კაკაბაძის პოსტი ხატია სიჭინავას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა:
“საყვარელო ნინია, ჩემთვის ზოგადად საერთოდ არ არის საინტერესო შენი მსოფლმხედველობა, არც შენნაირების. არა ბოზების კი არა, ზოგადად იმ პიროვნების სხვისი ოჯახის ქექვა რომ აინტერესებს. რატომღაც მგონია, რომ არასოდეს განგიცდია რა არის პირადი ბედნიერება და ეს იმდენად ამოუცნობი ფენომენია შენთვის, არამგონია ჩვენი უერთიერთობა სწორად აღიქვა. ამიტომ შეუძლებელია ჩემი კატეგორიის ქალი, შენს ნაბოდვარზე გაღიზიანდეს.
ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახია და შენ ღირებულებებს სხვა ამბებში ეძებ. ასე რომ, ბოდიში კომენტარს ვერ გიწერ და აქ მოგწერე. გისურვებ ბედნიერი იყო და ბოლოსდაბოლოს მიხვდე, რა არის ნამდვილად ღირებული ამ ცხოვრებაში. პატივისცემით ხატია.
P.S. სილამაზის კონკურზე სიამოვნებით გავიდოდი შენთან ერთად, თორემ ვატყობ შენს მეგობრებს აწუხებთ ჩემი გარეგნობა“, – წერს ხატია სიჭინავა.