ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 32 ათასი სელექციური აბორტი გაკეთდა. ამის შესახებ დღეს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადეს, რომელიც ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას ეხება.
როგორც კონფერენციაზე განმარტეს 80-დან 90-იან წლებამდე 454 ათასი გოგონა დაიბადა, ხოლო ათი წლის შემდგომ – 236 ათასი. დემოგრაფები და სასულიერო პირები გამოსავალს კანონში ცვლილებების შეტანაში ხედავენ.
,,საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება-XXI” -ს დირექტორმა აბორტების კუთხით ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ბოლო წლებში, ჯამში, 40-ათასამდე აბორტი გაკეთდა.
,,ბოლო ექვსი წლის მანძილზე, 32 ათასი სელექციური აბორტი გაკეთდა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. გამოსავალი არის იმაში, რომ ჯანმრთელობის კანონში შევიდეს ცვლილებები”, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ.