თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგის დავით ლოლაძის განცხადებით, პაციენტს სამი ოპერაცია ჩაუტარდა.
“პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. არასტაბილური ჰემოდინამიკაა. შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო ჩვენებების შენარჩუნება. ამისთვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტს გაუკეთდა სამი ოპერაცია, სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია: ბარძაყის მიდამოზე იმუშავეს სისხლძარღვთა ქირურგებმა, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდზე ზოგადმა ქირურგებმა. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა სისხლის უდიდესი დანაკარგი, შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით მიმდინარეობს სისხლის კომპონენტების მუდმივი დიფუზია, გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება. არის არასტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებელი, უმძიმესი მდგომარეობით“, – განაცხადა დავით ლოლაძემ.