,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა სიღნაღსა და დედოფლისწყაროს რაიონებში. გაერთიანებულ ოლქში, დეპუტატის მანდატისთვის ლევან ბეჟაშვილი იბრძოლებს. ამომრჩეველთან დეპუტატობის კანდიდატის შეხვედრა სიღნაღის ცენტრში შედგა და მას პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ.
ლევან ბეჟაშვილმა, მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და გამარჯვების შემთხვევაში რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები გააცნო.
,, ქვეყანას სჭირდება ამუშავება, ქვეყანას სჭირდება წინსვლა. ხალხი უიმედოა ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში და გველოდება ჩვენ, რომ 8 ოქტომბერს ხალხთან ერთად შევძლოთ საქართველოს წინსვლა.“-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა
ლევან ბეჟაშვილი მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წევრია.
კომენტარები