პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად, – განაცხადა „ქრონიკასთან“ გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.
ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიასთვის ბრალდების წარდგენას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.
„მე ველოდებოდი მუხლის გადაკვალიფიცირებას და პროკურატურამ დიახ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით. შვილმკვდარ დედას და მით უმეტეს სადისტურად შვილმოკლულ დედას, არაფერი აძლევს შვებას, მაგრამ, ოდნავ მაინც თუ შეიძლება ცოტა შვილის წინაშე მართალი იყო, სწორედ ეს არის, რომ პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად“, – აღნიშნა კუპატაძემ.
კომენტარები
