საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რამაც მოზარდების სიცოცხლე იმსხვერპლა. თანაგრძნობას ვუცხადებ მოზარდების მშობლებსა და ოჯახებს“,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში ნავებით გასეირნების დროს 15 ბავშვი დაიღუპა.
კომენტარები