სტამბოლში პოლიციამ ლგბტ აქცია დაარბია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ვრცელდება ინფორმაცია 11 დაკავებულზე.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლგბტ წარმომადგენელთა შეკრება „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ მიზნით აკრძალა.
კიდევ ერთი ყოველწლიური ლგბტ აქცია, რომელიც 26 ივნისს სტამბოლში იყო დაგეგმილი, ასევე აიკრძალა.
სტამბოლში ყოველწლიური გეი-აღლუმი უკვე 10 წელზე მეტია იმართება. პირველად ხელისუფლებამ მსვლელობის ჩატარება გასულ წელს აკრძალა. მაშინ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აღლუმი მუსლიმანთა წმინდა თვეს რამადანის დროს უნდა გამართულიყო. საპროტესტო მსვლელობა პოლიციამ წყლის ჭავლითა და ცრემლსაენი გაზით დაშალა.
კომენტარები