“ცეკვავენ ვარსკვლავების” ნახევარფინალურ ტურში მაყურებელმა და ჟიურიმ სამი წყვილის ცეკვა იხილა. შოუში დარჩენილი სამი მსახიობი მამაკაციდან (ჯანო იზორია, ანდრია გველესიანი, სტანისლავ ბონდარენკო) ყველაზე ნაკლები ხმა ჯანო იზორიამ მიიღო და შესაბამისად, მეწყვილე კარინა ლისენკოსთან ერთად დატოვა პროექტი.
სოციალურ ქსელში ამ გადაწყვეტილებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკოსებს შორისაა მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე. აი, რას წერს მომღერალი “ფეისბუქის” პირად გვერდზე:
“ეს რა იკადრეს???!!! არ გრცხვენიაააათ???!!! ჯანო როგორ არ გადავიდა ფინალში?! ეს ხომ უსამართლობაა და ძალიან დიდი თანაც!!! მე შარშან მარიამთან დაკავშირებით ხომ არაფერი მითქვამს, თუმცა დიდზე დიდი უნამუსობა იყო! დიდი უსამართლობა იყო!!! დღეს თამამად ვამბობ – ეს ხალხის შეურაცხყოფაა!!! ამას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კაცი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა თავისი ცეკვით, დიდი შრომით და რაც მთავარია თავისი კეთილშობილებით ფინალში ყოფნას – რა გაუკეთეს! ნახეთ რა ხდება სოციალურ ქსელში!!! აღარ გეყოთ ხალხის გამაიმუნება???!!! როდემდე???!!!”, – წერს ჭოხონელიძე.