ხარკოვში უცნობმა მამაკაცმა ფოსტის შენობა დაიკავა და მძევლები აიყვანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა მძევლად 9 ზრდასრული და 2 ბავშვი აიყვანა.
„წინასწარი ინფორმაციით, უცნობი კაცი ამბობს, რომ მას თან ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს, რომელსაც გამოიყენებს. ამ დრომდე მისი მოთხოვნების შესახებ არაფერია ცნობილი“, – წერს მედია.
მედიის ცნობით, ადგილზე პოლიციის 20-მდე ეკიპაჟია მობილიზებული.
კომენტარები