გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ირანში განვითარებული მოვლენების გამო, შესაძლოა აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა მოიწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Reuters” ავრცელებს.
ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რომ ირანელი ხალხი დიქტატორის წინააღმდეგ აჯანყდა, რომლებიც საკუთარ პოზიციებს არ დათმობენ.
საკუთარ განცხადებაში ნიკი ჰეილმა აღნიშნა, რომ თავისუფლების მოყვარე ადამიანებმა, ირანელ ხალხს მხარი უნდა დაუჭირონ.
ირანში განვითარებული საპორტესტო აქციების ფონზე, ქვეყანაში დაბლოკილია რამდენიმე სოციალური ქსელი.
შეგახსენებთ, რომ ირანის დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება, რომლის მონაწილეებიც, ფასების ზრდას, კორუფციას და ქვეყნის შიდა პრობლემებს აპროტესტებენ. აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო, შედეგად კი 20-მდე ადამიანი დაიღუპა.
აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს
2018/01/03 12:59:11

ნანახია: 909 ჯერ