ტერორისტული დაჯგუფება „აბუ საიაფის“ „ბოევიკები“ სამი მძევლის დახოცვით იმუქრებიან, რომლებიც მათ ფილიპინებზე მძევლად აიყვანეს.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათი მოთხოვნა გამოსასყიდის შესახებ არ შესრულდება. კანადის ორი მოქალაქე, ერთი ნორვეგიელი და ერთი ადგილობრივი მკვიდრი ფილიპინების ერთ-ერთი კურორტიდან 2015 წლის სექტემბერში გაიტაცეს. მათ გათავისუფლებაში გამტაცებლებმა 60 მილიონი დოლარი მოითხოვეს. მოგვიანებით მათ გამოსასყიდის თანხა 6,4 მილიონამდე შეამცირეს. ამ თანხას ისინი თითოეულ მძევალში ითხოვენ. მიმდინარე წლის აპრილში ისლამისტებმა ერთ-ერთ მძევალს – კანადის მოქალაქეს, ჯონ რიდსდელს თავი მოჰკვეთეს.
კომენტარები