არ შეიძლება, რომ სტალინის პატივისცემა პოლიტიკოსს მინუსად ჩაუთვალონ, – განცხადება ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრმა მანუჩარ მაჩაიძემ, „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
მისივე განმარტებით, სტალინი მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკოსია, რომელსაც მსოფლიოს განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
„ვერავინ ჩამთვლის სტალინისტად, არ მიმაჩნია ის იდეაფიქსად და ისეთ პიროვნებად, რომლის სურათიც უნდა მეკიდოს, მაგრამ თავის დროზე მან კარგი საქმეებიც გააკეთა. უდიდესი პოლიტიკოსი იყო მსოფლიოში და ეს აღიარებულია. არ ვარ მისი თაყვანისმცემელი, მაგრამ არ შეიძლება პოლიტიკოსს მინუსად ჩაუთვალო, თუ ის სტალინს, როგორც პიროვნებას, პატივს სცემს – როგორც ქართველს, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიოს განვითარებაში და რომელმაც დაამარცხა ფაშიზმი. ბევრი დადებითი ჰქონდა, თუმცა ძალიან ბევრი უარყოფითიც და ესეც უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა მაჩაიძემ.
მანუჩარ მაჩაიძე – ბევრი დადებითი ჰქონდა, თუმცა ძალიან ბევრი უარყოფითიც და ესეც უნდა გავითვალისწინოთ
2016/06/22 12:24:54
ნანახია: 1667 ჯერ